შსს
სამტრედიის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ავთანდილ თევზაძე დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ინტერნერტ ტელევიზია „itv”-ის ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს.
„შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ავთანდილ თევზაძე დააკავეს. თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს. მოგვიანებით კი პოლიციის
კანონიერ მოთხოვნას - გამოცხადებულიყო
დაკითხვაზე
არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს,“-
ნათქვამია განცხადებაში.
თევზაძეს
ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის
166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს.
internet.ge