შსს-მ კანონიერი ქურდების ქართველ პოლიტიკოსებთან კავშირებზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა
შინაგან
საქმეთა სამინისტრო
ქართველი
კანონიერი
ქურდების პოლიტიკაში ჩართულობისა და მათ ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან კავშირებზე ოფიციალურ
განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. 2012 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქ. თბილისში დაკავებული იქნა ქართველი კანონიერი ქურდი დათო ხიზანიშვილი. ხიზანიშვილი მოქმედებდა კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით და მის ამოცანას წარმოადგენდა, მის მიერ შქმნილი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინების და ფიზიკური ანგარიშსწორების
მუქარის გზით, ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.
შემდეგი
ჩანაწერი ეხება კოალიცია „ქართული ოცნების " სიის პირელ ნომერს კახი კალაძეს. ჩვენ წარმოგიდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც ნათლად ვლინდება კახი კალაძის და რვა ქართველი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი.
მესამე
ფაქტი, რომლის შესახებაც გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია წარმოადგენს კოალიცია „ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის გუბაზ სანიკიძის და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ვალერი ხაბურძანიას შორის შემდგარი გარიგების დეტალებს. კერძოდ, მათი გარიგების მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას თხოვს რუსეთში, ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას და ამის სანაცვლოდ თავაზობს მას ფულად ანაზღაურებას“,-
აღნიშნულია შსს-ს ოპიციალურ განცხადებაში.
Internet.ge