საგამოძიებო
კომიტეტმა ბიზნესმენ ალექსანდრე ლებედევს ხულიგნობაში ოფიციალურად წაუყენა ბრალი.
საქმე
ეხება ლებედევსა და ბიზნესმენ სერგეი პოლონსკის შორის ფიზიკურ დაპირისპირებას,
რომელსაც პროგრამა „ენტევეშნიკის“ პირდაპირ ეთერში ჰქონდა ადგილი.
ხულიგნობის
გარდა, ლებედევი სხეულის დაზიანებების მიყენებაშიც არის ბრალდებული.
როგორც
„ინტერფაქსი“ იუწყება, ბიზნესმენს უკვე გადასცეს უწყება, რომელშიც ის უკვე
ბრალდებულადაა მოხსენიებული.
Internet.ge