შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის მიერ ორი მოქალაქისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, პარტია "ქართული ოცნების" ვანის რაიონის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოდერძი ტყეშელაშვილმა გამოძიებისთვის ჯერ-ჯერობით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, დღეს დაახლოებით 20:00 საათზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ მაცხოვრებელ 85 წლის ფოფხაძეს და მის შვილს.
გამოძახებულია სასწრაფო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს თანმხლები პირების დადგენა.
Internet.ge