სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მომხდარი საზარელი შემთხვევა გახსნილია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 თვის ბარბარე, ქვევრში ნათესავმა ჩააგდო.
როგორ „ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განუცხადა, ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბავშვი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
Internet.ge