შსს: ლუკა კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემა გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე
შს
სამინისტრო ‘’ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატ ლუკა კურტანიძესთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ‘’ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ.
‘’კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემეს გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე. შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის #8 საარჩევნო უბანში მოხდა.
ელდარ კურტანიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად რამდენჯერმე იყო შემჩნეული განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. რის შემდეგაც გამოძახებული იქნა პოლიცია.
ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით."
internet.ge