სამართალდამცველებმა დააკავეს
45 წლის ამურის ოლქის მცხოვრები, რომელიც 5 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციამ ინფორმაცია
სახლის სარდაფში 5 გვამის აღმოჩენის შესახებ ეჭვმიტანილის მეგობარი ქალისგან
შეიტყო.
მკვლელობება დაახლოებით
10 თვის წინაა ჩადენილი.
სამი ცხედარი - ერთი
ახალგაზრდა ქალი და ორი მამაკაცი, მკვლელმა სარდაფში დამარხა, ერთი მამაკაცის
ცხედარი იატაკის ქვეშ იპოვეს, მეხუთე მოკლულის გვამი კი ტყეში აღმოაჩინეს.
გამოძიება
ამბობს, რომ ეს ადამიანები სახლის მეპატრონესთან ერთად სხვადასხვა დროს სპირტიან
სასმელს სვამდნენ, რის შემდეგაც მამაკაცი მათ კლავდა.
internet.ge