უკრაინის
ვინიცკის ოლქში განაჩენი გამოუტანეს 14 წლის მოზარდის დედას და დეიდას, რომლებმაც
ბიჭუნა რიტუალური მკვლელობით მოკლეს.
ოკულტური
ლიტერატურის კითხვის შედეგად მათ ბავშვში ენერგეტიკული ვამპირი „აღმოაჩინეს“ და
მკვლელობაც ამის შემდეგ დაგეგმეს.
ნაჭრებში
გახვეული მოზარდის ცხედარი სოფლის ნაგავსაყრელზე იპოვეს, რამაც სოფელში პანიკა
გამოიწვია. ექსპერტებმა ბავშვის სხეულზე დანით მიყენებული 40 ჭრილობა აღმოაჩინეს.
მოზარდს ყელიც გამოჭრილი ჰქონდა.
დაკავებულმა დებმა
მკვლელობის დეტალები თავადვე გაამჟღავნეს: დიმა სამზარეულოში გაიყვანეს და
აუხსნეს, რომ აუცილებელი იყო მისი დაბმა. ბავშვს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
შემდეგ კი დედამ დანა აიღო და ბავშვს სხეულზე რამოდენიმეჯერ ჩაარტყა.
იმისათვის, რომ
საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, რომ მსხვერპლი აღარ იყო ცოცხალი, ისევ დედამ, მოზარდს
ყელი გამოსჭრა. ამის შემდეგ დებმა მოკლული საბანში გაახვიეს და ნაგავსაყრელზე
წაიღეს.
გამოძიებისას ჩატარებულმა
ექსპერტიზამ ცხადყო, რომ დამნაშავეები არა ციხეში, არამედ ფსიქიატრიულ კლინიკაში
უნდა გაუშვან.
ამჟამად ქალები
იძულებით მკურნალობას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ
კლინიკაში გადიან.
internet.ge