9
წლის დაშა პოპოვას გამტაცებელმა ალექსანდრე მაქისმოვმა, რომელიც დააკავეს, თავი
მოიკლა. მან საგამოძიებო იზოლატორის საკანში ჩამოიხრჩო თავი.
ცნობილია,
რომ 57 წლის გამტაცებელი ადრე სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა. თუმცა ამის
შემდეგ მკვლელობისთვისაც იყო ნასამართლევი.
დაშა
პოპოვა მან გამოსასყიდის მიღების მიზნით მოიტაცა, თუმცა არც კი უფიქრია, რომ
შეძლებული ოჯახის შვილის გატაცების ამბავი მთელს ქვეყანას მოედებოდა.
მაქსიმოვი
8 დღის განმავლობაში გოგონას მანქანის სავარგულში ამყოფებდა, შემდეგ კი ყოფილ
ცოლთან სამსახურში მიიყვანა, რომელსაც მოსთხოვა, დაერეკა ბავშვის მშობლებთან და
გამოსასყიდი მოეთხოვა.
ხმაური
სწორედ ყოფილმა ცოლმა ატეხა და გამტაცებელს ბავშვი აღარ გაატანა, შეშინებული
მაქსიმოვი გაქცა, გოგონა კი მშობლებს დაუბრუნეს.
გამტაცებელი
პოლიციამ მალევე დააკავა. ის სასჯელს აღარ დაელოდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით
დაასრულა.
Internet.ge