ივანო-ფრანკოვსკის
ოლქის სამართალდამცველებმა დააკავეს ქალი, რომელიც საკუთარი შვილით ვაჭრობდა.
ცნობილი
გახდა, რომ 45 წლის დედამ საკუთარი არასრულწლოვანი, 10 წლის ქალიშვილი
„გააქირავა“, რაშიც სანაცვლოდ 5 ათასი უკრაინული გრივნა აიღო.
მას
ფული უცნობმა პირებმა გადაუხადეს, რომელთათვისაც, გოგონას ერთი თვის განმავლობაში
სამსახური უნდა გაეწია: ქუჩაში დამდგარიყო და ემათხოვრა.
„გამომუშავებული“
ფული კი მთლიანად პატრონებისთვის უნდა მიეტანა.
მომხდარზე
სისხლის სამართლის საქმე ადამიანით ვაჭრობის მუხლით არის აღძრული.
Internet.ge