ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოძღვარმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეურაცხყოფა მიაყენა
ცესკო ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცახადებაშია აღნიშნული, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და თავმჯდომარეებზე ფიზიკური და მორალური ზეწოლა გრძელდება.
„სამწუხარო ფაქტი მოხდა 7 ოქტომბერს, ქ. ხაშურში, როდესაც არჩევნების პროცესით უკმაყოფილო, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სასულიერო პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს იმედო ლაცაბიძეს და შემდეგ შეეცადა ავტომობილით დაჯახებოდა მას“,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გმობს ზეწოლის აღნიშნულ ფაქტს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში.
აღნიშნული ფაქტის შესახებ იმედო ლაცაბიძემ განცხადებით მიმართა პოლიციას.
internet.ge