თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 43 წლის მამაკაცი ცივი იარაღით
მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელი 24 წლის გია წეროშვილია, რომელმაც 43
წლის მამაკაცს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გულ-მკერდის არეში რამდენიმე
ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
თვითმხილველთა თქმით,
სისხლიან გარჩევას წინ კამათი
უძღოდა.
ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე წუთში პოლიციას თავად ჩაბარდა.
internet.ge