უკრაინის მილიციამ დადგინა მამაკაცის ვინაობა, რომელმაც კიევის სავაჭრო
ცენტრ „ქარავანში“ დაცვის თანამშრომლები ჩაცხრილა.
მკვლელი რუსი ქილერი აღმოჩნდა, რომელსაც 18 მკვლელობა აქვს ჩადენილი.
უკრაინის შსს-ს წყაროს ცნობით ქილერის ადგილსამყოფელი მათთვის უცნობია.
ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც გამოძიებას კვალზე დააყენებს, ჯილდოდ 100 ათასი გრივნაა დაწესებული.
რეზონანსული მკვლელობა 26 სექტემბერს მოხდა. უცნობმა მამაკაცმა, რომელიც
ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, სავაჭრო ცენტრის
დაცვის სამი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მეოთხე კი დაჭრა. ის
ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.
დაცვის ყურადღება ქილერმა მაშინ მიიპყრო, როცა სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი
მაღაზიიდან ფლეშკის მოპარვას ცდილობდა.
მკვლელის ძებნაში მთელი უკრაინაა ჩართული. მისი ძიების პროცესში ყოფილი და
ამჟამინდელი სამართალდამცველებიც კი შეამოწმეს.
Internet.ge