26 წლის ქალბატონი, რომელსაც პროკურორის მდივანი დაეჯახა, შემთხვევის ადგილზე დაიღუპა
26
წლის ალექსანდრა ზიმინა ფეხით მოსიარულეთათვის აკრძალულ მონაკვეთზე გადადიოდა. ამ
დროს მას შავი მერსედესი დაეჯახა, რომელმაც ავარიის შემდეგ სიჩქარეს უფრო უმატა და
გაჩერება არც უცდია.
ახალგაზრდა
ქალს ექიმებმა ვერ უშველეს. ის შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების
მისვლისთანავე დაიღუპა.
თვითმხილველებმა
კი კარგად დაიმახსოვრეს მანქანა, რომელიც ზიმინას დაეჯახა.
სამართალდამცველების
41 წლის მოსკოველ ქალზე გავიდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანა თავის სიძეს
ზამირ აბდულკერიმოვს ათხოვა, რომელიც
თავის მხრივ, დსთ-ის ქვეყნების გენერალური პროკურორების საკოორდინაციო საბჭოს
თანამშრომელია, კერძოდ, ერთ-ერთი პროკურორის მდივანია.
მიუხედავად
ამისა, სამართალდამცველები აცხადებენ, რომ „მერსედესისა“ და მისი მძღოლის პოვნა ამ
დრომდე ვერ შეძლეს.
Internet.ge