ოპოზიციური
კანდიდატის ოფისში უცნობმა პირებმა ცეცხლი ღამით გააჩინეს.
უკრაინის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის კონსტანტინ პისარევსკის საარჩევნო
შტაბი იმან გადაარჩინა, რომ იქ, დროებით, მარტოხელა დედა ცხოვრობს ორ მცირეწლოვან
ბავშვთან ერთად.
ისინი
მხოლოდ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ დედას არ ეძინა და ცეცხლით გახურებული მინის
მსხვრევის ხმა გაიგო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამივე დაიწვებოდა ან კვამლით
გაიგუდებოდა.
ქალმა
თავადვე შეძლო ხანძრის ლოკალიზება, ოპოზიციონერი კი აცხადებს, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ
საქმიანობას უკავშირდება. ეჭვს ის უფრო აღრმავებს, რომ მილიციას საქმე ჯერაც არ
აღუძრავს.
პისარევსკი
სწორედ ის კანდიდატია, რომელსაც ცოტა ხნის წინ აქციაზე ბრილიანტის ხსნარი შეასხეს.
Internet.ge