კახეთში გვიან ღამით ინციდენტი მოხდა. სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში
53 წლის ნოდარ დემეტრაშვილი სანადირო თოფით გულ-მკერდის არეში დაჭრეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ადგილობრივ
საავადმყოფოში გადაიყვანა და მას შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდა.
მეზობლების თქმით, ინციდენტი სიტყვიერი შელაპარაკების დროს მოხდა.
ექიმების განცხადებით, ნოდარ დემეტრაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
Internet.ge