„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრწანისის ახალგაზრდული ორგანიზაციის
ხელმძღვანელი ცოტნე გვასალია გვიან ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც გვასალია ამბობს, იგი ორთაჭალაში სცემეს.
მისივე განმარტებით, უცნობმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს.
როგორც ექიმები აცხდებენ, დაზარალებულს ტვინის შერყევა და მარცხენა
თხემის მიდამოში ნახეთქი ჭრილობა აღენიშნებოდა.
მომხდარ ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს
გამოძიება. გამოძიება დაადგენს თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი.
Internet.ge