თბილისის
საქალაქო სასამართლოში, თურქეთში, საიუველირო ნაწარმის დიდი რაოდენობის ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველების სასამართლო პროცესი განახლდება.
საქმე
ეხება თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ძვირფასი ნივთების ქურდობის ფაქტს.
ცნობილია, რომ ორდუში,
9 მარტს, საიუველირო მაღაზიის გაქურდვის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები იქნა მოპარული.
დამნაშავეებმა
მაღაზიაში
გვირაბის მეშვეობით შეაღწიეს.
ქურდობის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქეა დაკავებული, თუმცა დანაშაულს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი აღიარებს. ძებნაშია კიდევ სამი პირი.
საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტმა, აღნიშნულ ქურდობაში ეჭვმიტანილი პირები 14
მარტს დააკავა.
დაკავებულებს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში
10-10 წლით
თავისუფლების
აღკვეთა ემუქრებათ.
Internet.ge