გაუგონარი სისასტიკე ჩაიდინა ამერიკელმა დედამ,
რომელმაც შვილი ჯერ სასტიკად სცემა, ქალა-ტვინის ტრავმა მიაყენა, შემდეგ კი ბავშვი
კედელზე მიაკრა და ფეხებში ჩაეჭიდა, ისე, რომ კედელზე ბავშვის ხელებიდან კანი
დარჩა.
გოგონა არ დაღუპულა, თუმცა კომაშია და ექიმები
დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლევიან.
მისი 23 წლის დედა, ელიზაბეტ ესკალონი კი დარჩენილ
ცხოვრებას ციხეში გაატარებს.
სასამართლოში ექიმები ტირილით ყვებიან იმას, რაც ნახეს: ბავშვს გაუგონარი
დაზიანებები ჰქონდა მიყენებული - ჭრილობები, დალურჯებები, ნაკბენები, მოგლეჯილი
თმა, ხელებზე კი წებოს ნარჩენები, ამძვრალი კანი...
ექიმებმა სხდომაზე კედელზე შერჩენილი, ხელებზე
ამძვრალი კანის ნარჩენების ფოტოების დემონსტრირებაც მოახდინეს.
ბავშვის და-ძმებმა პოლიციას უამბეს, რომ დედა
გოგონას მუცელში სხვადასხვა საგნებს ურტყამდა, შემდეგ ხელებზე წებო წაუსვა,
კედელზე მიაკრა და ფეხებში ჩაეჭიდა.
დაკავებულმა სასამართლოზე მხოლოდ ერთი წინადადება
თქვა: მე არ გავაკეთებ კომენტარს. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩემი განსჯა.
Internet.ge