ოფიციალური ანკარა აცხადებს,
რომ დღეს, მოსკოვი-დამასკოს ავიარეისს სირიაში უკანონო ტვირთი გადაჰქონდა. როგორც ირკვევა,
სამხედრო დანიშნულების -რადიოკავშირის საშუალებები, ასევე აგრეგატები,
რომლებიც რაკეტების კომპონენტებად გამოიყენება. გარდა ამისა, ბორტზე 35 ადამიანიც
იმყოფებოდა.
სამგზავრო თვითმფრინავს,
რომელიც თურქეთმა დააკავა, 5 საათის
განმავლობაში ჩხრეკდნენ. მოხდა ტვირთის კონფისკაცია, რის შემდეგაც ლაინერს
გაფრენის უფლება მისცეს.
მოსკოვი აცხადებს, რომ ეს
ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავი იყო, რომლის ბორტზეც სამი ბავშვიც იმყოფებოდა.
კონკრეტულად რა საეჭვო
ტვირთი აღმოაჩინეს თვითმფრინავზე, ბოლომდე ცნობილი არ არის. თუმცა, თვითმფრინავის
დასასმელად თურქეთმა გამანადგურებლები გამოიყენა.
თურქეთის ოფიციალურმა
პირებმა კი განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ სირიის რეჟიმის შეიარაღებით მომარაგებას
და იმას, რომ მსგავსი საჰაერო გადაზიდვები თურქეთის გავლით ხდებოდეს.
Internet.ge