სავარაუდოდ კავკასიური წარმომავლობის პირთა ჯგუფმა
კემეროვოს ერთ-ერთ ახალგაზრდულ კაფეში აურზაური მოაწყო და ხალხი სცემა. მათ ლიდერს
მაისური წარწერით „ჩეჩნეთი“ ეცვა.
მომხდარის
ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში
გავრცელდა.
ახალგაზრდების ჯგუფი კაფეს შესასვლელში ჯერ ერთ
მამაკაცს ესხმის თავს, შემდეგ კი შიგნით იჭრებიან და ამ მამაკაცის დევნაში
სხვებსაც სცემენ.
ამის შემდეგ ჩხუბი ქუჩაში ინაცვლებს, სადაც მუშტები
ახალგაზრდა ქალსაც მოხვდა, ხოლო როცა მას მამაკაცი გამოესარჩლა, ისიც გალახეს.
ჩანაწერში ჩანს, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს ხელში
პისტოლეტის მსგავსი საგანი უჭირავს.
ადგილობრივმა პოლიციამ საქმე ხულიგნობის მუხლით
აღძრა. თუ ვინ გამოიძახა პოლიცია ან რამდენი ადამიანი დაზარალდა ჩხუბის დროს,
უცნობია.
Internet.ge