სამართალდამცველები ეძებენ სერიულ მკვლელს, რომელიც
ვოლგისპირეთის ტერიტორიაზე მარტოხელა მოხუცებს ესხმის თავს.
მკვლელს აქვს კონკრეტული სქემა, რომლითაც
მოქმედებს: ის მოხუცებულ ქალებს ქუჩაში კომუნალური სამსახურის თანამშრომლად
ეცნობა და რაღაც პროექტის ფარგლებში გაზქურებისა და ელექტრო აპარატურის უფასოდ
შემოწმებას სთავაზობს.
ამ გზით „თავაზიანი“ მამაკაცი მარტივად იმსახურებს მოხუცებულთა ნდობას და მათ
ბინებში შედის.
შედეგად კი, უკვე რამდენიმე გვამია ნაპოვნი, თუმცა
ბინებიდან არაფერია წაღებული, ამიტომაც სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ საქმე
აქვთ სერიულ მკვლელ-მანიაკთან.
ჯერჯერობით რაიმე კვალზე პოლიცია ვერ გავიდა.
Internet.ge