მსახიობ მარინა გოლუბს, რომელიც საშინელი ავარიის
შედეგად დაიღუპა, 18 ოქტომბერს ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მსახიობი ტაქსიში იჯდა, როცა „კადილაკმა“ წითელზე
გაიარა და პირდაპირ მათ შეეჯახა. ავარიის
მონაწილე კიდევ ორი ავტომანქანა გახდა. „კადილაკის“ მძღოლი მანქანიდან გადავიდა და
მიიმალა.
მსახიობის ცხედარი იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ
მის ამოცნობას 4 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.
მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავის მანქანაში მართვის
მოწმობა იპოვა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა. სამართალდამცველები ამჯამად ვინმე ალექსეი რუსაკოვს ეძებენ, რომელიც, როგორც ირკვევა, საგზაო წესების
დარღვევის გამო ადრე არაერთხელაა დაჯარიმებული.
Internet.ge