ნასვამი მამაკაცი გამვლელებმა ქუჩაში იპოვეს და
პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს,
მაგრამ ექიმებმა პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვეს და მისი
პატრონობა პოლიციამ იკისრა.
მამაკაცი სანკტ-პეტერბურგის პოლიციის განყოფილებაში
გადაიყვანეს, თუმცა სასწრაფოს გამოძახება კვლავ გახდა საჭირო. ის ცუდად გახდა და
ადგილზე მისულმა ექიმებმა მხოლოდ მისი სიკვდილის კონსტატირებაღა შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის
საქმეში ექიმები არასახარბიელო პოზიციაში არიან. მათ უპასუხისმგებლობას ედავებიან
და თუ დადგინდა, რომ სიკვდილი მედიკოსთა გულგრილობის გამო დადგა, ექიმთა ბრიგადის
თითოეულ წევრს ჯარიმა და ერთ წლამდე
თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Internet.ge