ქალმა მეზობლის 2 წლის ბავშვს ყელი გამოსჭრა და
მერე მოითხოვა, თავადაც მოეკლათ.
პატარა მაშა შინ დედასთან და ბებიასთან ერთად ბრუნდებოდა. წინ დედა მიდიოდა,
რომელმაც სახლის კარი გააღო და ქვედა სართულზე ბებიის მისახმარებლად ჩავიდა. ამ
დროს მაშა უკვე შევიდა სახლში, რომელსაც დანებით შეიარაღებული მეზობლის ქალიც
შეჰყვა და კარი მიიხურა.
დედას და ბებიას საშინელი ყვირილი ესმოდათ,
რამდენიმე წუთში კი მათი ბინიდან ორი დანით ხელში, სისხლში ამოსვრილი მეზობელი
გამოვიდა და ბავშვის დედას უთხრა - მისთვის ვენები გადაეჭრა.
სახლში შესულებს გოგონა უკვე მკვდარი დახვდათ. მას
ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
მომხდარის მიზეზები გაურკვეველია. ბავშვის მშობლები ვერ ხსნიან, რას ემსხვერპლა
მათი შვილი.
მკვლელს ახლა ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.
ოდესელმა სამართალდამცველებმა ის მკვლელობიდან მალევე დააკავეს.
Internet.ge