ლეოპარდი ბავშვს საცირკო წარმოდგენის დასრულების
შემდეგ დაესხა თავს.
7 წლის ბიჭუნა საავადმყოფოში შიდა სისხლდენით
გადაიყვანეს. მას დაზიანებული აქვს არტერია, ასევე რამდენიმე ორგანო და ხერხემალი.
ინცინდენტი დომოდედოვოს ცირკში მაშინ მოხდა, როცა
წარმოდგენის დასრულების შემდეგ ცხოველები ვოლიერებში შეჰყავდათ.
ლეოპარდი გაექცათ, თუმცა მისი აგრესია განაპირობა
იმან, რომ ოთახში, სადაც უცხო პირთა შესვლა არ შეიძლება, მისთვის უცნობი ადამიანი
დაინახა. ბიჭუნას დანახვისთვანავე ის ბავშვს თავს დაესხა.
შემთხვევას სამართალდამცველები იძიებენ.
ბავშვის მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა, მას
რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა, სავარაუდოდ, ქირურგიული ჩარევა კვლავ გახდება
საჭირო.
Internet.ge