თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე „ლიბერთი
ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, ბანკში
ერთი ადამიანი შეიჭრა, რომელმაც ფილიალი დააყაჩაღა.
შსს ინფორმაციით, მძარცველი ნიღბით და
იარაღით იყო. ამ დროისათვის ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება
ცნობილი.
internet.ge