სპეცრაზმმა დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. ჯგუფის წევრები ქართველები
და აფხაზები არიან, რომლებიც მოსკოვის ტერიტორიაზე რამდენიმე შეიარაღებულ ძარცვაში
არიან ეჭვმიტანილები - იუწყება რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებზე
დაყრდნობით.
დაკავებულთა სახლების ჩხრეკისას, მათი ავტოფარეხებიდან ამოღებულია
რამდენიმე უცხოური ავტომანქანა, რომლებზეც ძებნა იყო გამოცხადებული, ასევე
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც ექსპერტიზას გადაეცა. ასევე
პისტოლეტები ტყვიებით და რამდენიმე პაკეტი, რომლებიც უცნობი ნივთიერებითაა სავსე.
შესაძლოა, ეს ნარკოტიკები იყოს.
ამ დროისათვის სისხლის სამართლის აღძვრის საკითხი წყდება.
Internet.ge