31 წლის კორეელი კიმი ახლა ცუხეში და სამუდამო
სასჯელს იხდის. ის რვაფეხათი შეყვარებულის მკვლელობაშია ბრალდებული.
კიმმა იუნთან ერთად რვაფეხა სასტუმროს ნომერში
მიირთვა, თუმცა გოგონას საკვები საყლაპავში გაეჭედა და დაიღუპა.
კიმმა თავად გამოძახა სასწრაფო და არც მცდელობა
დაუკლია, შეყვარებული რომ გადაერჩინა, მაგრამ ამაოდ.
შესაბამისად, არანაირი ეჭვი არც ექიმებს და არც
სამართალდამცველებს მასზე არ აუღიათ.
თუმცა ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ კიმს
დაღუპულის მამამ უჩივლა. მან განაცხადა, რომ იანს ყოველთვის ჰქონდა ღეჭვისა და
ყლაპვის პრობლემა, რის შესახებაც კიმმა გადასარევად იცოდა. ხოლო იმის გამო, რომ
გოგონას სამედიცინო პოლისში კიმი ერთადერთი ბენეფიციარი იყო, მან ფულის გამო
მკვლელობა სრულიად შეგნებულად დაგეგმა, რომ 190 ათას დოლარიანი კომპენსაცია აეღო.
მამამ ეს განცხადება ტელევიზიით გააკეთა და
აღნიშნა, რომ საქმე მარტივადაა: კიმმა ხორკლიანი და ძნელად ჩასაყლაპი საკვები
მისცა იანს, რაც კარგად იცოდა, რა შედეგსაც გამოიღებდა.
სწორედ ამის შემდეგ საქმე გადასინჯეს და კიმს
სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს.
ასეთი სასტიკი განაჩენი კი იმანაც განაპირობა, რომ სამხრეთ კორეაში შესანიშნავად
იციან, როგორი რთული საკვებია რვაფეხა, რომლისგანაც ყოველწლიურად 10 ადამიანი
მაინც იღუპება. პრობლემას მისი ქერცლი ქმნის, რომელიც ყლაპვას ართულებს.
Internet.ge