კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის, სულხან მოლაშვილის პატიმრობაში
მყოფი ძმის, თორნიკე მოლაშვილის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ
ვიდეო მასალაში, რომელიც მათ დღეს ჟურნალისტებს წარუდგინეს, თორნიკე მოლაშვილი დაკავებამდე
2 თვით ადრე აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება იგეგმება.
ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული მასალა საქმეში
უნდა ჩაიდოს და საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს.
ადამიანის უფლებათა დამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით,
მიმართვაში დაკავებული საუბრობს იმაზე, თუ რა ბრალდების წაუყენებს უპირებენ.
„მოლაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აპირებენ მოქმედებების
დაწყებას, მანქანაში წამლისა და იარაღის ჩადებას“,– აცხადებს უფლებადამცველი.
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით კი, აღნიშნული
საქმის გასაჩივრება შესაძლებელია.
„აღნიშნულ საქმეზე, შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოში
შესვლა შესაძლებელია. ახლადაღმოჩენილი გარემოების საფუძველზე შესაძლებელია ეს საქმე
ხელახლა იქნას განხილული“,– განუცხადა ჟურნალისტებს ნიკოლაიშვილმა.
internet.ge