GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კუნგ-ფუს ილეთით მაშველმა მამა-შვილი თვითმკვლელობისგან იხსნა (VIDEO)
23:27 20.10.2012
დღის სიახლეები

ჩინური კუნგ-ფუ არა მარტო საბრძოლო ხელოვნება, სპორტის სახეობა და ცხოვრების ფილოსოფიაა, არამედ, აღმოჩნდა, რომ ის საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა სიტუაციებში. მისი საშუალებით შეიძლება ადამიანი საბედისწერო შეცდომისგან – თვითმკვლელობისგან იხსნა.

ჩინეთის ქალაქ სინინში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა, თანაც, შვილთან ერთად, რომლის დედასთანაც კონფლიქტი მოუვიდა.

2-3 წლის ბავშვთან ერთად ის ფანჯრის რაფაზე აძვრა და ნახტომისთვის მორალური მზადება დაიწყო. თუმცა ემოციებს ვერ გაუკმლავდა და ხმამაღლა ტირილი მორთო. ამ ხმამ გამვლელთა ყურადღება მიიქცია, რომლებმაც სასწრაფოდ მაშველები გამოიძახეს.

მამაკაცი საკმაოდ დიდხანს მოსთქვამდა, ისე, რომ მაშველებს ეყოთ დრო მომზადებულიყვნენ – ბატუტი გაეშალათ და გადამწყვეტ ნახტომს დალოდებოდნენ. მანამდე კი სახლის სახურავიდან ალპინისტები დაეშვნენ.

ერთ-ერთმა მათგანმა პრევენციული ზომების მიღება გადაწყვიტა და როცა მამაკაცს გაუსწორდა, კუნგ-ფუს მეთოდით ფეხები ჰკრა მკერდში და შიგნით შეაგდო. შედეგად, მამა-შვილი გადარჩა.

ზოგადად, ჩინეთში თვითმკვლელობების რაოდენობა ძალიან დიდია. ყველაზე გავრცელებული მეთოდი კი სწორედ სიმაღლიდან გადახტომაა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით დარახველიძე დევნილების ნაწილისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავს1
მფრინავი თეფში მოქალაქეს 2 საათის განმავლობაში დასდევდა (VIDEO)2
კუნგ-ფუს ილეთით მაშველმა მამა-შვილი თვითმკვლელობისგან იხსნა (VIDEO)3
აფხაზეთი ივანიშვილისგან სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას ელოდება4
კინწურაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X