შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, "ქართული ოცნების” აქტივისტს "ნაციონალური
მოძრაობის" აქტივისტის გაუპატიურების მცდელობა ედება ბრალად. ამის შესახებ
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის ძმამ ნოდარ ბერიანიძემ
უამბო. ბერიანიძის თქმით, მის ძმას თანასოფლელ ცოლ-ქმართან შელაპარაკება იმ
დროს მოუვიდა, როდესაც საკუთარ ნაკვეთში მუშაობდნენ.
"ნოდარ ბერიანიძის ძმა ნაკვეთში კარტოფილს იღებდა. დასახმარებლად იმავე
სოფელში მცხოვრები ცოლ-ქმარი დაიხმარა. სწორედ ამ დროს მათ კამათი
მოსვლიათ. მიზეზი კი ის მაისური იყო, რომელიც ნაკვეთში მომუშავე ქალბატონს
ეცვა. პროკურატურის მტკიცებით, ქალბატონის მიმართ გაუპატიურების მცდელობას
ჰქონდა ადგილი. დაკავებულის მხარე კი აცხადებს, რომ ბრალდებულმა, მხოლოდ,
მაისურზე გამოხატა აგრესია.
"წითელი მაიკა ეცვა, გულები რომ ახატია. ჩემს ძმას არ მოსწონდა ეს
მაიკა და ამაზე მოსვლიათ კამათი. 23 აგვისტოს პოლიციაში დაიბარეს და
დაკითხეს. ჩვენებები მხოლოდ ჩხუბთან დაკავშირებით მისცეს და გამოუშვეს.
რამდენიმე დღის შემდეგ ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ძია დაიჭირესო. როგორც
გავარკვიე მერე, დაუბარებიათ ის ქალი, ჩვენება დაუწერინებიათ, თითქოს ეს
მაიკა შემოუხევია და ეძალავა. რაც არის აბსურდი.” – ამბობს ნოდარ
ბერიანიძე.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დაკავებულ პიროვნებას სისხლის სამართლის
კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენა ედება ბრალად" - წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
internet.ge