ფრანგული ტელეარხის France 24-ის
კორესპონდენტი სონია
დრიდი, პირდაპირ
ეთერში ლამის
გაუპატიურების მსხვერპლი
გახდა.
მას ეგვიპტელთა ჯგუფი
მაშინ დაესხა
თავს, როცა
რეპორტაჟი მიჰყავდა
ტახრირის მოედანზე
მიმდინარე აქციებთან
დაკავშირებით.
ჟურნალისტს ათეულობით ახალგაზრდა
გარს შემოერტყა,
ისინი, როგორც
თავად ამბობს,
უხერხულად და
უწესოდ ეხებოდნენ
მას. სონია,
ბრბოს, თავისივე
ჯგუფის წევრებმა
გაარიდეს.
ფრანგული ტელეარხის ინგლისური
ვერსიის ჟურნალისტი
აშფარ ხალილი
კი ამ
დროს უახლოეს
კაფეში დაიმალა,
შემდეგ კი
სწრაფად ჩაჯდა
მანქანაში და
მიიმალა. მისი
თქმით, თავდასხმა
ნახევარი საათის
მანძილზე გრძელდებოდა,
თუმცა ეს
დრო საუკუნედ
მოეჩვენა.
ამჟამად არცერთ ჟურნალისტს
საფრთხე აღარ
ემუქრება.
ეგვიპტეში ეს ჟურნალისტებზე თავდასხმის
პირველი შემთხვევა
არ არის.
მიმდინარე წლის ივლისში,
როცა კაიროს
ცენტრში ეგვიპტელები
საპრეზიდენტო არჩევნებში
ისლამისტ მუჰამედ
მურსის გამარჯვებას
ზეიმობდნენ, ბრიტანელ
ჟურნალისტს ნატაშა
სმიტს ასევე
დაესნენ თავს,
მას ტანსაცმელი
გახადეს და
გააუპატიურეს.
internet.ge