GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბრეივიკი: გარეთ ჩემი 2 მიმდევარი დავტოვე
10:13 18.04.2012
დღის სიახლეები

დაკითხვის დაწყებისთანავე, ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა, შოკში ჩააგდო მოსამართლეები, როცა განაცხადა, რომ გარეთ თავისი საქმის ორი მიმდევარი ჰყავს დატოვებული. ბრეივიკის თქმით, თავის მიერ შექმნილ წრეში მას ხელმძღვანელს უწოდებენ, - „ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება და თავისუფალი კავშირი მიმდევრებთან“.

ტერორისტის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს უმაღლესი განათლება, მაინც შეძლო უდიდესი ცოდნის მიღება, რაზეც 15 000 საათი დახარჯა და ძირითადად ინტერნეტ-ენციკლოპედია Wikipedia-ს სწავლობდა.

დაკითხვისას ბრეივიკმა ასევე აღიარა, რომ ტერაქტების კუნძულ უტოიაზე მოწყობა მის თავდაპირეველ გეგმაში არ შედიოდა და რომ ეს იყო ალტერნატიული ადგილი. ბრეივიკი თავდასხმის ორგანიზებას აპირებდა ნორვეგიის ჟურნალისტური გამოძიების ფონდის ყოველწლიურ კონფერენციაზე, თუმცა ეს გეგმა ჩაუვარდა.

კიდევ უფრო შოკისმომგვრელი იყო ტერორისტის მოთხოვნა - გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან. მას სჯერა, რომ გაამართლებენ, რადგან კანონის თანახმად, ქმედებისთვის, რომელიც საფრთხეში მყოფი ხალხის გადარჩენას ისახავდა მიზნად, ვერავის დასჯიან.

„მე არ შემიძლია თავი დამნაშავედ ვცნო იმაში, რაც ჩავიდინე. მე ვიცავდი ჩემს კულტურას და ჩემს ხალხს. ჩვენ გვსურს ქრისტიანული ერი ვიყოთ“ - განაცხადა ბრეივიკმა, რომელსაც იმედი აქვს, რომ მომავალში, ადამიანები გაუგებენ და ცხადი გახდება, რომ ციხეშიც არ უნდა იჯდეს.

ანდერს ბრეივიკმა სხდომაზე წასაკითხად სპეციალურად მოამზადა 25-გვერდიანი სიტყვა, თუმცა შემდგომ ის 13 გვერდამდე შეამცირა. მოსამართლის მოწოდებაზე, რომ თავის გამოთქმებში თავშეკავებული ყოფილიყო, ვინაიდან დარბაზში დაღუპული ახალგაზრდების ნათესავები იმყოფებოდნენ, ბრეივიკმა განაცხადა, რომ ტექსტი ისედაც „თავშეკავებული ტერმინოლოგიით“ დაწერა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჭაჭის კოშკთან დოქებით მისული ადგილობრივების რიგი დადგა1
სამეთაურო-საშტაბო სწავლება ”დიდგორი 2012” დასრულდა2
ფოტორეპორტაჟი განახლებული ანაკლიიდან3
ვანო მერაბიშვილმა პოლიციის ახალი შენობა გახსნა4
რუსეთი ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წრთვნას იწყებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X