საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის კახეთის
გადამღებ ჯგუფს, სოფელ ვაჩნაძიანში, დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შემთხვევა
გუშინ, გვიან ღამით მოხდა, რა დროსავ გადაცემა "საჯარო პოლიტიკის"
ჩაწერა უნდა დაწყებულიყო. გადაცემაში მონაწილეობა
ადგილობრივ მაცხოვრებლებს უნდა მიეღოთ რა დროსაც, ჩართვის ადგილას ორი ავტომანქანით ნასვამ მდგომარეობაში
მყოფი პირები მივიდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დაინტერესდა გაერკვია მათი
ვინაობა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფებმა ჯერ გადაღება აუკრძალეს, შემდეგ
კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. უცნობი ადამიანები ჟურნალისტების მიმართ
ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შეეცადნენ.
აღნიშნულ საკითხზე სისხლის სამართლის
საქმე, 154-ე მუხლის
პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლლას
ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკვე დაკითხეს გადამღები ჯგუფი.
Internet.ge