თითქმის შიშველ მდგომარეობაში მყოფი 4 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადახტა. აღმოჩნდა, რომ მან ეს დედის აგრესიისგან თავდასაცავად გააკეთა. შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს.
მეზობლების თქმით, ქალი ბავშვს ხშირად სცემდა. პატარას სხეულზე ექტსპერტიზამ აღმოაჩინა კიდეც სხვადასხვა დროს მიღებული დაზიანებები და ჩალურჯებები.
ბავშვი გადარჩა, თუმცა მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციაში იმყოფება.
შემთხვევა მოსკოვში მოხდა. როგორც თვითმხლველები ამბობენ, ბიჭუნა, რომელსაც ცალი ფეხი დაუზიანდა, მის ირგვლივ შეკრებილი ადამიანებისგან გაქცევას ლამობდა.
ფსიქოლოგების თქმით, ბავშვს მოზრდილების მიმართ შიშის გრძნობა ეუფლება, რაც მისდამი დედის მოპყრობის შედეგია.
აგრესორი დედა სამართალდამცველების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერჯერობით ბავშვის საშიშ სიტუაციაში დატოვების მუხლითაა აღძრული, რადგან ქალი ამტკიცებს, რომ ეძინა, როცა მისი მცირეწლოვანი შვილი ფანჯრიდან გადავარდა.
Internet.ge