თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლოპოტის ხეობაში
რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ახმედ
ჩატაევის სასამართლო პროცესი გადაიდო.
პროცესის გადადების მიზეზი, დაცვის
მხარის მიერ, ბრალდების შესასწავლად დამატებითი დროის მოთხოვნა იყო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით,
შემდგომი პროცესი პირველ ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ლოპოტის ხეობაში
რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებულ ახმედ
ჩატაევს, ასაფეთქებელი
მოწყობილობების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Internet.ge