შსს 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ათი თვის
ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"ირაკლი
ღარიბაშვილი უკვე პირადად გაეცნო გამოძიების მასალებს და მიმდინარეობას. ბარბარე
რაფალიანცის საქმე სამწუხაროდ კვლავ გაუხსნელია, ძიებას ამ დრომდე კახეთის
სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით მაქსიმალური
ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანის გარდაცვალების
მიზეზის დროულად დასადგენად" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უწყების
ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
internet.ge