GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოფელ ლაფანყურთან დაკავებული დავიდ მაიერი პატიმრობაში რჩება
18:40 01.11.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, დღეს, ბრალდებულ დავიდ მაიერის ბრლადების საქმეზე დანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე არ დაკმაყოფილდა ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დავიდ მაიერის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გირაოთი - 10 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. ბრალდებულ მაიერს, რომელიც, ამჟამად N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული,  ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. 

აღკვეთი ღონისძიების შეცვლის არგუმენტაციად დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, თუმცა ამავე სამედიცინო ცნობით ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, იმყოფება სტაციონარში მედ-პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე აღკვეთი ღონისძიების საკითხის გამოყენებისას დასაბუთებულად იქნა მიჩნეული, რომ ბრალდებული მიემალებოდა და თავს აარიდებდა სასამართლოს, ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას, ვინაიდან ბრალდებული არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, აქვს კონტაქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ, ხშირად შემოდიოდა და ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას და არ გააჩნია საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის ახალი გარემოება, რაც გავლენას იქონიებდა აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე.  

საქმის მასალების მიხედვით, 2012 წლის 7 სექტემბერს, თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ლოპოტას მარცხენა სანაპიროზე სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებული დავიდ მაიერი. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა, კერძოდ 2 ცალი ხელის მსხვრევადი ყუმბარა 2 ცალ ამფეთქ ფალიასთან ერთად, რომელიც ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ  შეიძინა, ინახავდა და ატარებდა.  ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ, თუმცა წინასასამართლო განხილვაზე მის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები  დაშვებულ იქნა საქმის არსებითი განხილვისათვის. 

საქმის არსებითი განხილვის სხდომა დაინიშნა 2012 წლის 15 ნოემბერს, 12:00 საათზე.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: ქუთაისი არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს, არამედ ევროპის ცენტრი იქნება1
საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნა2
ისმეთ ილმაზი: ყველაფერს გავაკეთებთ საქართველო ნატოს წევრი რომ გახდეს3
გრიგოლ ვაშაძე ბოსნია და ჰერცეგოვინის ელჩს შეხვდა4
დავით დარახველიძე დევნილების ნაწილისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X