მასობრივი ჩხუბის განეიტრალებას, რომელშიც ქალებიც ჩაებნენ, პატრულის ათობით ეკიპაჟი ცდილობდა
22:09 01.11.2012
|
დღის სიახლეები
|
ორშაბათს, თბილისში, რესტორან "ანტრეში" დაწყებული ჩხუბი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 40-მდე ადამიანი რესტორნიდან ქუჩაში გამოვიდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო გზაც და პატრულის 20-მდე ეკიპაჟი ცდილობდა მოჩხუბრების განეიტრალებას.
"რუსთავი-2"-თან საუბარში თვითმხილველები ყვებიან რომ ჩხუბში ქალებიც იყვნენ ჩართული. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ქვებითაც უსწორდებოდნენ, რის შედეგადაც დაზარალებულები ამ დრომდე გადიან მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში.
ცნობილია, რომ ჩხუბში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|