GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არასრულწლოვანს მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
15:58 18.04.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა 1995 წელს დაბადებულ, არასრულწლოვან გაბო ლ.-ს მიმართ. საქმე ეხება ისეთი მძიმე კატეგორიის დანაშაულს,  როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

ცნობილია, რომ ნიკოლოზ მ.-სა და გიორგი კ.-ს შორის არსებობდა უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა. კონფლიქტის ორივე მხარე საკუთარი "სიმართლის” დაცვას ცდილობდა.  2011 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე,  ირ. აბაშიძის ქუჩაძე, ნიკოლოზ მ. მეგობრებთან  ერთად გიორგი კ.-ს შეხვდა. თავის მხრივ გიორგი კ. შეხვედრის ადგილზე რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მალე ახალგაზრდებს  შორის დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  მოზარდებმა ჩხუბის დროს ერთმანეთის წინააღმდეგ ეზოში არსებული ქვები და თანნაქონი ხელკეტები გამოიყენეს.

დაპირისპირებული მხარეების წევრები უცენზურო სიტყვების ხმამაღალი ყვირილით უხეშად არღვევდნენ  საზოგადოებივ წესრიგს. მოზარდებს შორის დაწყებული  ჩხუბი თითქოს სრულდებოდა,  როდესაც მასში აქტიურად ჩაებნენ გაბო ლ. და მისი ორი მეგობარი:  გლახუნა ზ. და ოთარ ს. აღნიშნულ დაპირისპირებაში მთლიანად 15 მოზარდი მონაწილეობდა.

ჩხუბისას  გაბო ლ.-მ გიორგი კ.-ს  ზურგის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მეგობრებთან ერთად მიიმალა.

გიორგი კ. სასაწრაფო- სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა  ს. ხეჩენაშვილის სახელობის საავადმყოფოში, სადაც  გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად,  ექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს. აღნიშნული ჩხუბის დროს, კიდევ ორმა მოზარდმა მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.

ღია სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას, გაბო ლ.-მ სრულად აღიარა ჩადენილი დანაშული. გარდა აღიარებითი ჩვენებისა გაბო ლ.-ს მიმართ წარდგენი ბრალი დადასტურებულ იქნა: მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და  საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულ იქნა ბრალის აღიარების საფუძველზე მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.  საქალაქო სასამართლომ  ბრალდებულ გაბო ლ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"ქდმ" ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად კონსტიტუციის ცვლილებას მოითხოვს1
ბიძინა ივანიშვილი რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს დაბადების დღეს ულოცავს2
ანდრია ურუშაძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა3
"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პოლიტიკური პარტიების ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს4
სასამართლომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X