ქეთევან წამებულის ქუჩაზე, 23 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა შუბლში მიაყენეს
23:17 05.11.2012
|
დღის სიახლეები
|
თბილისში, ქეთევან წამებულის 2 ნომერში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლასროლი იარაღით თავის არეში ესროლეს. მას ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი.
მკვლელობას სავარაუდოდ თვითმხილველებიც ყავს. ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცავებს გადაკეტილი ჰქონდათ. თვითმხილველები კი დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.
ცნობილია მოკლულის ვინაობაც, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდას ახლობლებმა მომხდარის შესახებ ჯერ არაფერი იციან, გარდაცვლილის ვინაობა არ ხმაურდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|