აკრძალული პრეპარატების შემოტანის ფაქტზე ზურაბ კიკვაძე და გიორგი ბასილაძე დააკავეს
შსს წყალტუბოს რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ზურაბ კიკვაძე და გიორგი ბასილაძე დააკავეს.
ზურაბ კიკვაძეს და გიორგი
ბასილაძეს პირადი ჩხრეკისას აკრძალული პრეპარატები 150 აბი „სუდაფედი"
და 30 აბი „სტაბლონი"აღმოაჩნდათ.
აღნიშნული პრეპარატები შეიცავს
ნარკოტიკულ ნივთიერებებს, შესაბამისად მათ ქონაზე მოქმედებს
შეზღუდვა.
პრეპარატები ზურაბ კიკვაძემ
თურქეთის რესპუბიკიდან შემოიტანა. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
Internet.ge