კახეთის პოლიცია თელავში, 35 წლის მამაკაცის, აკაკი ხარბედიას
დაჭრის ფაქტს იძიებს.
ცნობილია, რომ ინცინდენტი თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსების სადგომზე მოხდა .
ხარბედიას უცნობ მამაკაცთან მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება.
უცნობმა მძღოლს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა მხარისა და მკლავის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულის დაჭრას ახლობლები მის საქმიანობას უკავშირებენ. აკაკი
ხარბედია ტაქსის მძღოლი იყო.
დაჭრილი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, სასწრაფოდ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ,
მისი გადარჩენა მოხერხდა.
გამოძიებას თელავის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.
Internet.ge