ბათუმში, ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა.
შემთხვევა, 31 დეკემბერს, ღამის საათებში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქულ სუპერმარკეტ „იალჩინში“ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანტას ფორმიანმა ახალგაზრდა მამაკაცმა, იარაღის გამოყენებით, მაღაზიის სალაროდან 40 ათას ლარამდე თანხა გაიტაცა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ჯერ დაკავებული არ არის, საქმეს შსს სამინისტრო
იძიებს.