პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი
00:40 12.01.2017
|
დღის სიახლეები
|
რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. შემთხვევა თბილისში ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.
ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. მათივე თქმით სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მინდია გოგოჭური ქალაქის, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ადასტურებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118 და 236, მუხლით, მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ რომ, მინდია გოგოჭური პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|