ალ-ქაედამ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება „კატასტროფის“ შესახებ
გააფრთხილა, თუკი რადიკალი ისლამი მქადაგებლის, აბუ კატადას იორდანიაში
დეპორტაციას გადაწყვეტს.
„ბრიტანელები, ასევე, გაფრთხილებულნი არიან, რომ მათი
ხელისუფლება პასუხს აგებს კატასტროფაზე, რომელიც პირადად მათ და მათ ნაციონალურ
ინტერესებს დაატყდება თავს“ - ნათქვამია ტერორისტების განცხადებაში.
აბუ კატადა, - მისი ნამდვილია სახელია ომარ ოტმანი, ჯიჰადის
იდეას უჭერს მხარს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხელ უკვე დაბლოკა
მისი იორდანიაში დეპორტაცია, სადაც მას ორ ტერაქტთან კავშირში ედება ბრალი.
უფლებადამცველები შიშობენ, რომ იორდანიაში კატადა წამების მსხვერპლი გახდება.
თებერვალში
აბუ კატადა გირაოს შედეგად გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც მან 6 წელი გაატარა.
ასეთმა გადაწყვეტილებამ რიგი ბრიტანელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
ისინი კატადას ექსტრადიციას მოითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის საშიშია
ნაციონალური უსაფრთხოებისთვის.
internet.ge