GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსი პოლიციელების მიერ მოკლული კახიშვილის ოჯახსა და მოწმეებს პროვოკაციებს უწყობენ
18:38 26.03.2012
დღის სიახლეები

სამარაში ცემით მოკლული ქართველის მამუკა კახიშვილის ოჯახზე და მოწმეებზე რუსი სამართალდამცველები ზეწოლის მიზნით საქმეებს თითხნიან. კერძოდ, მოკლულის მამა ლუდის ქურდობაში დაადანაშაულეს. პოლიცია ლევან კახიშვილს 600 რუბლის ლუდის მოპარვას აბრალებს. მის სახლში უკვე ჩხრეკაც ჩაატარეს. „ეჭვმიტანილი" არ დაუკავებიათ, თუმცა ის დაკითხვაზე გამოძახებას ელოდება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი ტრიშკინი, რომელიც კახიშვილის საქმეში მოწმედ გადის და რომლის ავტომანქანაც მამუკას ცემის შემდეგ დამწვარი ნახეს, დაკავებულია, როგორც ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი.

კახიშვილების ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციის განცხადებით, ტრიშკინმა და მისმა ორმა მეგობარმა, 25 მარტს, ღამით, მანქანით, ზალიან ახლოს ცაუარეს ფეხით მოსიარულე მამაკაცს, რომელმაც მათი მისამართით ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც მანქანაში მსხდომები გადმოვიდნენ, ტრიშკინის ერთ-ერთმა მეგობარმა კი, თითქოსდა, დანა ამოიღო. თავად ტრიშკინი ამტკიცებს, რომ მანქანიდან საერთოდ არ გადმოსულა, თუმცაღა სასამართლო მისი დაპატიმრების საკითხს მაინც განიხილავს.

როგორც სამარის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-პორტალი პარკგაგარინა.რუ იუწყება, კახიშვილების ადვოკატს ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილება ანახეს, რომელშიც აღნიშნული ყაჩაღური თავდასხმის მონაწილედ მამუკა კახიშვილის მამაც სახელდება.

რუსეთის პირველ არხზე კი სამარელი მილიციელების მიერ მოკლულ მამუკა კახიშვილზე საუბარი აკრძალული თემაა - იუწყება რეგიონსამარა.რუ. მისი ინფორმაციით, გადაცემაში „О чем говорят", რომლის დროსაც რუსეთში აქტუალური საკითხი - მილიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის პრობლემა უნდა განეხილათ, კახიშვილის მშობლებიც იყვნენ მიწვეულები - თუმცა გადაცემის ჩაწერამდე კახიშვილების ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდნენ, როგორც უთხრეს, ურეკავდნენ გადაცემა „О чем говорят" რედაქციიდან და შეატყობინეს, რომ რედაქციაზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

კახიშვილის ადვოკატის, მაია საკსონოვას განცხადებით, გოგონას არ უთქვამს, თუ ვინ ახორციელებს ზეწოლას.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შემზარავი მკვლელობა ბავშვების დახმარებით გაიხსნა1
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)2
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცა3
მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მივიდა4
მიხეილ სააკაშვილი: მასწავლებლების ხელფასი მომავალ წელს 600 ლარი უნდა გახდეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X