26 წლის ქალბატონმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
დაშავებული მარიამ ვარამაშვილის ახლობელმა განუცხადა, შემთხვევა დღეს დილით, 07:00
საათზე მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში
მოათავსა.
ექიმების განცხადებით, ვარამაშვილს ჭრილობა ყელის არეში აქვს
მიყენებული.
„პაცეიენტი მარიამ ვარამაშვილი, ყელის არეში ცივი იარაღით მიყენებული
ჭრილობით დღეს დილით შემოყვანეს. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის
მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია“,- განუცხადეს „ინტერნეტ.ჯი“-ს ფოსპიტალის მიმღებ
განყოფილებაში.
მომხდარ ფაქტს სამართალდამცავები იძიებენ. დაიკითხნენ ოჯახის წევრები
და ახლობლები.
თვითმკვლელობის მცდელობის გამომწვევ მიზეზებზე დაშავებულის მშობლები კომენტარს არ აკეთებენ.
Internet.ge