რუსეთში კანიბალები დაიჭირეს
20:08 26.03.2012
|
დღის სიახლეები
|
კუნძულ რუსსკის ორმა მცხოვრებმა მოკლა და შეჭამა საკუთარი მეგობარი, დარჩენილი ხორცი კი, როგორც ღორის ხორცი, ბაზარზე გასაყიდად გაიტანა. კანიბალები 25 მარტს ერთ-ერთ კერძო სახლში დააკავეს, სადაც ისინი, საკვებად გამზადებულ ადამიანის ხორცს მაცივარში ინახავდნენ. კაციჭამიების დაპატიმრება ერთ-ერთი ადგილობრივის დახმარებით მოხერხდა, რომელმაც მათგან ხორცი იყიდა. მყიდველს ხორცი არ მოეწონა, რადგან უსიამოვნო სუნი და გემო აღმოაჩნდა. ამის შემდეგ, მან ხორცი შესამოწმებლად სპეციალისტს წაუღო, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ ეს ხორცი, საერთოდ არ იყო ცხოველისა და ადამიანისას უფრო ჰგავდა. შოკირებულმა მყიდველმა ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციას უამბო. სამართალდამცველებმა მალე მიაგნეს კანიბალების სახლს და იქ მყოფ ორ მთვრალ მამაკაცს. მათ არც უცდიათ თავის მართლება და განუცხადეს პოლიციას, რომ 22 მარტს, სმის დროს მოკლეს თავისი მეგობარი, რადგანაც „ზაკუსკა" დაუმტავრდათ. მაცივარში, პოლიციამ, მოკლულის თავიც აღმოაჩინა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|